სერგეი შოიგუ: "დასავლეთმა თვითონ მოიგონა რუსეთის საფრთხე და ამით თავის თავს აშინებს" - კვირის პალიტრა

სერგეი შოიგუ: "დასავლეთმა თვითონ მოიგონა რუსეთის საფრთხე და ამით თავის თავს აშინებს"

რუსეთი ზომებს მიიღებს რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ქმედებების საპასუხოდ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უსაფრთხოების შესახებ მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დასავლეთმა თვითონ მოიგონა რუსეთის საფრთხე და თავის თავს აშინებს ამით. ამავდროულად, ნატო-ს პრაქტიკული ქმედებები, იქნება ეს რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურის ათვისება თუ შავ და ბალტიის ზღვებში აქტიურობის გაძლიერება, დაძაბულობას ზრდის და რუსეთის მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს", - განაცხადა სერგეი შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს დროულად მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"