ვინ იყვნენ თვითმკვლელი ტერორისტები, რომელთა ქმედებებსაც შრი-ლან­კაში 359 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ვინ იყვნენ თვითმკვლელი ტერორისტები, რომელთა ქმედებებსაც შრი-ლან­კაში 359 ადამიანი ემსხვერპლა

თვითმკვლელი ტერორისტები, რომლებმაც შრი-ლანკაში კათოლიკურ აღდგომას აფეთქებების სერია განახორციელეს, მდიდარი ოჯახებიდან იყვნენ. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შრი-ლანკის თავდაცვის მინისტრმა რუვან ვიჯევარდენემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავდამსხმელებს, ამასთან, კარგი განათლება ჰქონდათ მიღებული, ერთ-ერთი მათგანი დიდ ბრიტანეთში სწავლობდა.

„მათი უმეტესობა განათლებული, საშუალო და მაღალი ფენის წარმომადგენელია. ისინი ფინანსურად დამოუკიდებლები არიან და ოჯახებსაც სტაბილური მატერიალური მდგომარეობა აქვთ,“ - აღნიშნა მინისტრმა. გაგრძელება