"ოთხი თვის განმავლობაში ეს ჩემი პირველი შვებულებაა" - სად გაემგზავრა დასასვენებლად უკრაინის არჩეული პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

"ოთხი თვის განმავლობაში ეს ჩემი პირველი შვებულებაა" - სად გაემგზავრა დასასვენებლად უკრაინის არჩეული პრეზიდენტი?

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თურქეთში დასასვენებლად გაემგზავრა.

ამის შესახებ ვლადიმერ ზელენსკიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"შევთანხმდით, რომ ღია ვიქნები. ამიტომ გეუბნებით, რომ თურქეთში მივემგზავრები. ბავშვები მიმყავს ყოველწლიურ ფესტივალზე. ორ დღეში დავბრუნდები. ოთხი თვის განმავლობაში ეს ჩემი პირველი შვებულებაა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ნორმალურ დასვენებას", - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა. ცნობილმა მსახიობმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 73.22% მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"