"მირჩევნია რუსეთი გაწევრიანდეს ევროკავშირში, ვიდრე თურქეთი - თურქეთს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან" - კვირის პალიტრა

"მირჩევნია რუსეთი გაწევრიანდეს ევროკავშირში, ვიდრე თურქეთი - თურქეთს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან"

იტალიის შს მინისტრის, მატეო სალვინის განცხადებით, მას ურჩევნია რუსეთი გაწევრიანდეს ევროკავშირში, ვიდრე თურქეთი.

მატეო სალვინიმ აღნიშნა, რომ "თურქეთს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან".

"ათწლეულობის განმავლობაში ჩვენ მილიარდობით ევროს ვხარჯავთ, რათა თურქეთი დავარწმუნოთ, რომ ევროკავშირს შემოუერთდეს. ამ დროს კი თურქეთს არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან", - განაცხადა მატეო სალვინიმ.

იტალიის შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ურჩევნია ევროკავშირში რუსეთი გაწევრიანდეს, ვიდრე თურქეთი.

"რუსეთი უფრო ახლოს არის ჩვენს ისტორიასთან, კულტურასთან და ტრადიციებთან", - დასძინა მან.

იხილეთ ასევე: "ის ქამელეონია, პოლიტიკოსი, რომელიც ფერს და ფორმას იცვლის" - იტალიის სკანდალური შს მინისტრი და მისი ხმაურიანი რომანები

"ინტერპრესნიუსი"