პუტინი: "რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების საშუალება, ვფიქრობთ უკრაინის ყველა მოქალაქეს მივცეთ" - კვირის პალიტრა

პუტინი: "რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების საშუალება, ვფიქრობთ უკრაინის ყველა მოქალაქეს მივცეთ"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შესაძლოა, უკრაინის ყველა მოქალაქეს შეეხოს.

"ჩვენ არა მხოლოდ დონბასში მცხოვრებ მოსახლეობას ვაძლევთ გამარტივებული წესით ჩვენი მოქალაქეობის მიღების საშუალებას, არამედ ვფიქრობთ, რომ ამგვარი წესით რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის ყველა მოქალაქეს მივცეთ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.

"პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში, უფლება აქვთ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ განაცხადი გააკეთონ", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"