ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, რესპუბლიკელი სენატორი იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი ბირთვული იარაღის უტილიზაციის პროგრამისა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, რომლებსაც არ გააჩნდათ სახსრები ბირთვული მასალების ლიკვიდაციისა და სათანადო შენახვისთვის.

შესაბამისი დოკუმენტი ამერიკის კონგრესმა 1991 წელს მიღო. ამ პროგრამით რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსსა და ყაზახეთში დეაქტივირებულია 7600 ბირთვული საბრძოლო ქობინები, განადგურებულია 2300 რაკეტა და დაკონსერვებულია 24 ობიექტი, რომლებშიც ბირთვული იარაღი ინახებოდა.

რიჩარდ ლუგარი რამდენიმე ათეული წელი სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში და ორჯერ ამ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ექვსჯერ არის არჩეული სენატორად ინდიანას შტატიდან. იყო ინდიანაპოლისის მერიც.

"ინტერპრესნიუსი"