"არ ვურჩევდი რუსეთის ხელმძღვანელობას, ტყუილად დახარჯონ დრო უკრაინის მოქალაქეების რუსეთის პასპორტებით მოხიბლვაში"
"არ ვურჩევდი რუსეთის ხელმძღვანელობას, ტყუილად დახარჯონ დრო უკრაინის მოქალაქეების რუსეთის პასპორტებით მოხიბლვაში"
უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის იდეას ეხმაურება, უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქის პასპორტების მინიჭების შესახებ. ამის შესახებ სააგენტო "უნიანი" იუწყება.

"უპირველესად, არ ვურჩევდი რუსეთის ხელმძღვანელობას, ტყუილად დახარჯონ დრო უკრაინის მოქალაქეების რუსეთის პასპორტებით მოხიბვლაში. შესაძლოა, მოიძებნოს ისეთიც, ვინც დღემდე პროპაგანდის ზემოქმედების ქვეშაა. შესაძლოა, ეს ვინმემ სამუშაოს გამო გააკეთოს, ან იმიტომ, რომ სისხლის სამართლის გამოძიებას დაემალოს. ჩვენ შეგვიძლია ვლადიმერ პუტინს შევთავაზოთ ჩამონათვალი უკრაინის მოქალაქეებისა, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა. დაე, რუსეთმა
თავად გადაწყვიტოს, სად სჭირდება მას ყველაზე მეტად ასეთი "პროფესიონალები" - როსტოვსა თუ მაგადანში", - ნათქვამია ვლადიმირ ზელენსკის განცხადებაში.

მისი თქმით, უკრაინა იმით გამოირჩევა, რომ უკრაინელებს თავის ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება აქვთ, თავისუფალი მედია და ინტერნეტი.

"ამიტომ, მშვენივრად ვიცით, სინამდვილეში რას წარმოადგენს რუსეთის პასპორტი. ეს ნიშნავს იყო
დაპატიმრებული მშვიდობიანი პროტესტისთვის, ეს ნიშნავს არ გქონდეს თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, საერთოდ დაივიწყო ადამიანის ბუნებრივი უფლებისა და თავისუფლების შესახებ. ამიტომ, არ ღირს იმის ლოდინი, რომ ბევრი უკრაინელი მოისურვებს გახდეს "ახალი ნავთობი", რომლადაც სურს რომ გადააქციოს რუსეთმა საკუთარი ხალხი", - აცხადებს ზელენსკი.

ის ამასთან აღნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქეობა - ეს არის თავისუფლება, ღირსება და პატივი.

"ეს ის არის, რაც ჩვენ დავიცავით და დავიცავთ. უკრაინა უარს არ იტყვის თავის მისიაზე, იყოს დემოკრატიის მაგალითი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და ამ მისიის ნაწილი გახდება დაცვის, თავშესაფრის და უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება ყველასთვის, ვინც მზად არის იბრძოლოს თავისუფლებისთვის. ჩვენ მივანიჭებთ თავშესაფარსა და დავეხმარებით ყველას, ვისაც სურვილი ექნება ჩვენ გვერდით იბრძოლოს ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის" - განაცხადა უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები