შრი-ლანკაში სახის დაფარვა აიკრძალა
შრი-ლანკაში სახის დაფარვა აიკრძალა
შრი-ლანკის პრეზიდენტმა მაიტრიპალა სირისენამ კუნძულზე მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ, ხელი მოაწერა ბრძანებას ისეთი სამოსის აკრძალვის შესახებ, რომელიც ადამიანს სახეს უფარავს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების ზომის სახედ და სამართალდამცველი ორგანოების მუშაობის გასამარტივებლად. აკრძალვა ძალაში 29 აპრილიდან შევიდა.

როგორც ცნობილია, 21 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე 8 აფეთქება მოხდა, რასაც 250-260 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, შრი-ლანკაში ამ დაჯგუფების 130-140 წევრი იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?