ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, ინტერნეტში ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ვიდეო გავრცელდა
ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, ინტერნეტში ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ვიდეო გავრცელდა
ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, ინტერნეტში ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ვიდეო გავრცელდა.

ვიდეოს "ისლამური სახელწიფოს" მედიასაშუალება "ალ-ფურქან მედია" ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ ეს ალ-ბაღდადის კამერის წინ გამოჩენის პირველი შემთხვევაა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესაუბრება ალ-ბაღდადი გარშემომყოფებს სირიაში "აისისის" მიერ კონტროლირებად უკანასკნელი დასახლებულ პუნქტ, სოფელ ბაღუზში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გადაღების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა, თუმცა, სავარაუდოდ, ის მიმდინარე წლის აპრილშია ჩაწერილი. ვიდეოში ალ-ბაღდადი საუბრობს,
რომ აღდგომის დღესასწაულზე შრი-ლანკაში კათოლიკურ ეკლესიებზე თავდასხმების მოწყობა სირიაში მომხდარი მოვლენების მიმართ ტერორისტული ორგანიზაციის საპასუხო ნაბიჯი იყო.

ვიდეოს ბოლოს ის აცხადებს, რომ მართალია ბაღუზაში ბრძოლა დასრულებულია, თუმცა "ისლამური სახელმწიფო" მთელი მსოფლიოს მასშტაბით მტრების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" რამდენიმე წლის წინ
სირიისა და ერაყის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა. გასულ თვეს კი, მათ სირიაში მდებარე ბოლო დასახლებულ პუნქტზეც დაკარგა კონტროლი.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?