სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერლუსკონი სასწრაფო დახმარების მანქანით მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ჰოსპიტალიზაციის მიზეზი თირკმლის შეტევა გახდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"