ვენესუელას დედაქალაქში სროლაა - კვირის პალიტრა

ვენესუელას დედაქალაქში სროლაა

ვენესუელას დედაქალაქში კარაკასში სროლის ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Caracol ავრცელებს.

სიტუაცია ვენესუელაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამხედროების ჯგუფი დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მხარეს გადავიდა.

ასევე სროლა იყო ფრანასისკო მირანდას სახელობის ავიაბაზასთან, სადაც ხუან გუაიდო თავის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ სამხედროებს მოუწოდა, 1-ელ მაისს გარეთ გამოვიდნენ, რათა ქვეყანაში ხელისუფლების უზურპირებას ბოლო მოეღოს.

"ინტერპრესნიუსი"