იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს - კვირის პალიტრა

იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს

იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს. 59 წლის პრინცი ნარუჰიტო დღეს ოფიციალურად გახდა იაპონიის იმპერატორი.

სიტყვით გამოსვლისას, იმპერატორმა განაცხადა, რომ ათვითცნობიერებს ამ პოსტის სიმძიმეს, მაგრამ პირობას დებს, რომ გაერთიანებული ერის სიმბოლო გახდება.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, მისი მამა, 85 წლის იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან გადადგა. იგი ბოლო 200 წლის მანძილზე პირველი იაპონელი მონარქი იყო, რომელმაც ტახტზე უარი თქვა. გადადგომის მიზეზად იმპერატორმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

"ინტერპრესნიუსი"