ბარაქ და მიშელ ობამები დონალდ ტრამპის შესახებ სერიალის პროდიუსერები გახდნენ - კვირის პალიტრა

ბარაქ და მიშელ ობამები დონალდ ტრამპის შესახებ სერიალის პროდიუსერები გახდნენ

ამერიკის ექსპრეზიდენტი ბარაქ ობამა მეუღლე მიშელთან ერთად სტიმინგული სერვისის Netflix-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ სერიალის პროდიუსერები იქნებიან. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

სერიალი მწერალ მაკლ ლუისის ბესტსელერის "მეხუთე რისკის" ეკრანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს ტრამპის პრეზიდენტობის საწყისი პერიოდის დოკუმენტურ ქრონიკას.

ცნობილია, რომ "მეხუთე რისკი" ტრამპს არც თუ ძალიან მომგებიან მდგომარეობაში წარმოაჩენს.

ბარაქ და მიშელ ობამებმა Netflix-თან თანამშრომლობის შესახებ 2018 წლის მაისში განაცხადეს.

"ინტერპრესნიუსი"