უჩვეულო რიტუალი ტაილანდში და მეფე, რომელმაც პირადი მცველი ცოლად მოიყვანა და დედოფლის წოდება მისცა - კვირის პალიტრა

უჩვეულო რიტუალი ტაილანდში და მეფე, რომელმაც პირადი მცველი ცოლად მოიყვანა და დედოფლის წოდება მისცა

ტაილანდის მეფემ ცოლად შეირთო პირადი დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და დედოფლის წოდება მიანიჭა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

66 წლის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი კონსტიტუციური მონარქი მამის გარდაცვალების შემდეგ, 2016 წელს გახდა. ის სამჯერ იყო დაქორწინებული და სამივე ცოლს დაშორდა. მეფეს 7 შვილი ჰყავს.

სამეფო კარის განცხადებაში ღნიშნულია, რომ მეფემ გადაწყვიტა, გენერალ სუთიდა ვაჯირალონგკორნ ნა აიდუიას დედოფალი სუთიდა ეწოდოს.

დედოფალი სუთიდა მეფის პარტნიორი უკვე დიდი ხანია არის, საზოგადოებაში მათ ერთად წლების მანძილზე ხედავენ, თუმცა რომანის შესახებ ოფიციალურად არავის უსაუბრია. გაგრძელება