კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიით 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიით 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-ს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეპიდემია გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სწრაფად გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ეპიდემიის შეჩერებას ცდილობს. მათ უკვე უმკურნალეს 100 000-ზე მეტ პაციენტს, რომლებსაც ებოლას ნიშნები ჰქონდათ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ებოლა ქვეყნის 26 პროვინციიდან 14-ში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ებოლას ეპიდემიის ყველაზე მწვავე შემთხვევა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში 2013-დან 2016-წლამდე მოხდა, რა დროსაც 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"