აშშ-ის ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილთან თვითმფრინავი დაშვების შემდეგ მოცურდა და მდინარეში ჩავარდა. შემთხვევის მიზეზი ჭექა-ქუხილი და წვიმა გახდა.თვითმფრინავ "ბოინგ 737"-ზე 143 მგზავრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.20-მდე ადამიანი, რომელებმაც სხეულის მცირე დაზიანება მიიღეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, კუბიდან აშშ-ში ჩაფრინდა."ინტერპრესნიუსი"