მოსკოვის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი დაიწვა
მოსკოვის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი დაიწვა
მოსკოვის "შერემეტიევოს“ აეროპორტში ბორტზე გაჩენილი ხანძრის გამო სამგზავრო თვითმფრინავი "სუპერჯეტ 100“ ავარიულად დაეშვა. რუსული მედიის ინფორმაციით, 6 ადამიანი დაშავდა, 78 მგზავრის ევაკუაცია კი დროულად მოხერხდა.

ხანძარმა საჰაერო ხომალდის დიდი ნაწილი გაანადგურა. თვითმფრინავი კომპანია "აეროფლოტს“ ეკუთვნის და ის მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ელექტრომოწყობილობების გაუმართაობა გახდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები