უკიდურესი დაძაბულობა ისრაელში, რა მდგომარეობაში არიან საქართველოს მოქალაქეები - რას ამბობს საქართველოს კონსული ისრაელში?
უკიდურესი დაძაბულობა ისრაელში, რა მდგომარეობაში არიან საქართველოს მოქალაქეები - რას ამბობს საქართველოს კონსული ისრაელში?
"უპრეცედენტო ესკალაციაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ახლა, ჩვენი საუბრის დროსაც, გრძელდება ესკალაცია და დაძაბულობა მატულობს", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისრაელში საქართველოს კონსულმა, ალეკო ჯიშკარიანმა განუცხადა.

კონსულის განცხადებით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქალაქებში - აშდოდსა და აშქელონში. მისი თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გადაადგილება შეზღუდულია. შეზღუდვა ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრის რადიუსში ვრცელდება, რაც შეეხება სხვა ქალაქებს, როგორც კონსული განმარტავს, „ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“.

ალეკო ჯიშკარიანის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ისრაელში გარდაცვლილთა
რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათეულობით ადამიანი. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან დაიძაბა სიტუაცია. დაძაბულობა ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში - ქალაქებში - აშდოდსა და აშქელონშია. ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე
გადაადგილება გარკვეულწილად შეზღუდულია, ქვეყნის სხვა ადგილებში გადაადგილება ჩვეულებრივად არის შესაძლებელი.

ეს უპრეცედენტო ესკალაციაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში - ახლა, ჩვენი საუბრის დროსაც, გრძელდება ესკალაცია და დაძაბულობა მატულობს. აშდოდის მიმართულებით ღაზას სექტორიდან დაფიქსირდა სარაკეტო იერიში. ადგილობრივი მედიისა და შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, სულ გარდაცვლილია ხუთი და დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი“, - განაცხადა ალეკო ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეთა დაშავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საკონსულოს ამ ეტაპზე არ მიუღია.

„საელჩოში მოქმედებს ცხელ ხაზი, მუდმივ კონტაქტზე ვართ შესაბამის სამსახურებთან და ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია საქართველოს მოქალაქეთა დაშავების ან გარდაცვალების შესახებ. დაგვიკავშირდა რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც აინტერესებთ ძირითადი რეკომენდაციები, ის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ შექმნილ სიტუაციაში. ჩვენს ვებმისამართზე კონკრეტული ინსტრუქციებია გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცეს საგანგაშო სირენის ჩართვის დროს მოქალაქე, ავტომობილში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს და ა.შ.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გაეცნონ ამ წესებს, თვალყური ადევნონ მოვლენათა განვითარებას, დაემორჩილონ მათი ადგილსამყოფელის მიხედვით, პოლიციის საგანგებო ვითარებათა სამსახურის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ალეკო ჯიშკარიანმა.

ყველაზე დაძაბული ვითარება ამ ეტაპზე, ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრის რადიუსშია. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში: აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი. საქართველოს საელჩოს მოქალაქეებს კი, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე +97236093206, +972526919092.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები