საზარელი ტრაგედია "შერემეტიევოს" აეროპორტში - 41 დაღუპულიდან 2 ბავშვია - კვირის პალიტრა

საზარელი ტრაგედია "შერემეტიევოს" აეროპორტში - 41 დაღუპულიდან 2 ბავშვია

მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აეროპორტში ავარიული დაშვებისას „აეროფლოტის“ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები ლაინერიდან გამოსვლას საავარიო გამოსასვლელიდან ცდილობდნენ.

ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. 33 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა. 5 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც „აეროფლოტის“ წარმომადგენელები აცხადებენ, პილოტი იძულებული გახდა ტექნიკური მიზეზების გამო საგანგებო დაშვება განეხორციელებინა, თუმცა, ზუსტი მიზეზი არ დაასახელეს.

მომხდარის გამო, „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან რეისების ნაწილი სხვა აეროპორტებში გადაამისართეს.

„აეროფლოტის“ ლაინერი „სუხოი სუპერჯეტ 100“ „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 18:02 წუთზე აფრინდა. იგი ქალაქ მურმანსკში მიფრინავდა.