გარდაცვლილებს შორის ორსული ქალები და ბავშვია - ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი გაიზარდა
გარდაცვლილებს შორის ორსული ქალები და ბავშვია - ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი გაიზარდა
ღა­ზას სექ­ტორ­თან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მე­დი­ა­ტო­რი ეგ­ვიპ­ტე იყო.

ორ­დღი­ა­ნი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად სულ მცი­რე 4 ის­რა­ე­ლე­ლი და 23 პა­ლეს­ტი­ნე­ლია და­ღუ­პუ­ლი. და­პი­რის­პი­რე­ბა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი იყო.

ჰა­მა­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მხა­რე­ებ­მა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, თუმ­ცა კო­მენ­ტარს ის­რა­ე­ლი ჯერ არ აკე­თებს. ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ჰა­მასს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მაც, მათ შო­რის გა­ე­რომ.

გუ­შინ ის­რა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე
600-ზე მეტი რა­კე­ტა ჩა­ვარ­და, სა­პა­სუ­ხოდ კი ღა­ზას მი­მარ­თუ­ლე­ბით 320 რა­კე­ტა ის­რო­ლეს.

გუ­შინ ღამე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­ე­რო, ყა­ტა­რი და ეგ­ვიპ­ტე ცდი­ლობ­დნენ, მხა­რე­ებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღოთ. დღეს დი­ლით პა­ლეს­ტი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია.

ინ­ფორ­მა­ცია AFP-სთან ჰა­მა­სი­სა და ეგ­ვიპ­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს.


კვი­რას ის­რა­ე­ლის
პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და, რომ და­ა­ვა­ლა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, ღა­ზა­ში ტე­რო­რის­ტულ ელე­მენ­ტებ­ზე დარ­ტყმე­ბი გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

ღა­ზას სექ­ტო­რი­დან 40 კმ-ის რა­დი­უს­ში მდე­ბა­რე სკო­ლე­ბი ის­რა­ელ­ში და­კე­ტი­ლია, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თავ­შე­საფ­რე­ბი.

დარ­ტყმებს ოთხი ის­რა­ე­ლე­ლი ემსხვერ­პლა - 58 წლის მა­მა­კა­ცი, რომ­ლის სახ­ლსაც აშ­ქე­ლონ­ში რა­კე­ტა და­ე­ცა; მუშა, რო­მე­ლიც ასე­ვე აშ­ქე­ლონ­ში, ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ო­ბის დროს ემსხვერ­პლა დარ­ტყმას; 67 წლის მა­მა­კა­ცი რა­კე­ტას სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ემსხვერ­პლა; მე­ო­თხე გარ­დაც­ვლი­ლი კი 25 წლამ­დე აშ­დო­დე­ლი ბი­ჭია.

ღა­ზას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კი ამ­ბობს, რომ შა­ბათ-კვი­რას ის­რა­ე­ლის და­ტყმე­ბის შე­დე­გად 23 პა­ლეს­ტი­ნე­ლია გარ­დაც­ვლი­ლი, მათი უმე­ტე­სო­ბა კვი­რას და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არის 12 წლის ბავ­შვი და 2 ორ­სუ­ლი ქალი.

გუ­შინ ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჰა­მა­სის სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი ჰა­მედ ჰამ­დან ალ-კუ­და­რი მოკ­ლეს. გავ­რცელ­და ვი­დე­ოც, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ ქუ­და­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩანს, რო­მე­ლიც სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმის შე­დე­გად აფეთ­ქდა. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა