"არ დახუჭოთ თვალები და არ დახუროთ გულები ლტოლვილებისთვის, რომლებიც კარზე მოგიკაკუნებენ"
06-05-2019
"არ დახუჭოთ თვალები და არ დახუროთ გულები ლტოლვილებისთვის, რომლებიც კარზე მოგიკაკუნებენ"
რომის პაპი ბულგარელებს მოუწოდებს, ღია გულით და კარით დახვდნენ ლტოლვილებს. პონტიფიკოსი ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყნაში 5 მაისს ჩავიდა. მას აეროპორტში ბულგარეთის პრემიერი ბოიკო ბორისოვი დახვდა.

"მე დიდი პატივისცემით გთავაზობთ, რომ არ დახუჭოთ თვალები და არ დახუროთ გულები მათთვის, ვინც კარზე მოგიკაკუნებთ, როგორც ეს თქვენს საუკეთესო ტრადიციებს შეესაბამება", - განაცხადა რომის პაპმა.

პაპი დედაქალაქ სოფიასთან ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკს ეწვია, ბანაკში იგი დაახლოებით 50 ლტოლვილსა და მის შვილებს შეხვდა, რომლებსაც კათოლიკური
საქველმოქმედო ორგანიზაცია დაეხმარა. აღნიშნულ ლოტლვილთა ბანაკში სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან ჩასული მიგრანტები იმყოფებიან.

რომის პაპი აღმოსავლეთ ევროპაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, იგი აპირებს ჩრდილოეთ მაკედონიასაც ეწვიოს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?