რატომ დაიბარეს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გენპროკურატურაში დაკითხვაზე? - კვირის პალიტრა

რატომ დაიბარეს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გენპროკურატურაში დაკითხვაზე?

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის გენერალურ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით, დაკითხვაზე დაიბარეს საქმეზე, რომელიც კიევის ცენტრში 2014 წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამოძიებას უკავშირდება. "დოიჩე ველეს"ინფორმაციით, პოროშენკოს 7 მაისს, 10:00 საათზე დაკითხავენ.

გენერალური პროკურატურის სპეციალურ გამოძიებათა სამმართველოს უფროსის სერგეი გორბატიუკის განცხადებით, ეს დაკითხვა მეორე იქნება ევრომაიდანზე პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ დანაშაულებათა საკითხში.

ხვალვე, პოროშენკო ხელს მოაწერს წინა დაკითხვის ოქმსაც, რომელიც 2016 წლის ნოემბრით თარიღდება.

როგორც ცნობილია, ევრომაიდანის აქციები 2013 წლის 21 ნოემბრიდან დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"