რომის პაპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს სექსუალური შევიწროების ან მსგავსი ფაქტების დამალვის გამო პასუხისგებაში მისცემენ - კვირის პალიტრა

რომის პაპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს სექსუალური შევიწროების ან მსგავსი ფაქტების დამალვის გამო პასუხისგებაში მისცემენ

რომის პაპმა ხელი მოაწერა კათოლიკური ეკლესიის შესახებ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს სექსუალური შევიწროების ან მსგავსი ფაქტების დამალვის გამო პასუხისგებაში მისცემენ.

აღნიშნული ცვლილება რამდენიმეწლიანი ზეწოლისა და ბავშვთა სექსუალური შევიწროების არაერთი სკანდალის შემდეგ კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო.

კანონის მიხედვით, ყველა მღვდელი, მონაზონი და სხვა სასულიერო პირი ვალდებულია კათოლიკური ეკლესიის მმართველებს სექსუალური შევიწროების ფაქტები აცნობოს. სასულიერო პირები ვალდებულები არიან იმ შემთხვევაშიც განაცხადონ მსგავსი ფაქტების შესახებ, თუ დადასტურებულად არ იციან, თუმცა ეჭვობენ. საჩივრები ვატიკანში უნდა წარადგინონ.

როგორც რომის პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, კონკრეტული და ეფექტური ქმედებებია საჭირო ყველას მხრიდან კათოლიკურ ეკლესიაში, რათა სექსუალური შევიწროების ფაქტები მომავალში აღარ იყოს.

"ინტერპრესნიუსი"