"უკვე დროა Facebook-ი გაუქმდეს"
"უკვე დროა Facebook-ი გაუქმდეს"
უკვე დროა Facebook-ი გაუქმდეს, - ამის შესახებ Facebook-ის თანადამფუძნებელმა კრის ჰიუზმა განაცხადა. New York Times-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ჰიუზი ამბობს, რომ ერთი ადამიანის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი.

"მარკის გავლენა გამაოგნებელია და ის ბევრად სცდება ნებისმიერი ადამიანის გავლენას კერძო სექტორიდან და ხელისუფლებიდანაც კი. ის სამ უმსხვილეს საკომუნიკაციო პლატფორმას აკონტროლებს - Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს. რომლებსაც მილიარდობით ადამიანი იყენებს ყოველდღიურად. Facebook-ის საბჭოს წევრები უფრო მრჩევლების როლში გამოდიან ვიდრე მაკონტროლებლის, რადგან გადაწყვეტილების მიღების
უპირასტესობა ცუკერბერგს აქვს, ფლობს რა ხმის მიცემის უფლების 60%-იან პაკეტს",- წერს სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი მოსაზრების სტატიაში.

კრის ჰიუზი ამბობს, რომ ის საკუთარი თავით და Facebook-ის თავდაპირველი გუნდითაც იმედგაცრუებულია, რადგან მათ ვერ შეძლეს წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებდა სოციალური ქსელი არჩევნების შედეგებზე და როგორ გააძლიერებდა
ნაციონალისტ ლიდერებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
დღის კითხვადი სტატიები