პუტინის მარცხი - რუსეთის პრეზიდენტი ყინულზე მოსრიალდა და დაეცა - კვირის პალიტრა

პუტინის მარცხი - რუსეთის პრეზიდენტი ყინულზე მოსრიალდა და დაეცა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 10 მაისს სოჭში გამართულ ჰოკეის მატჩზე ყინულზე მოსრიალდა და დაეცა. სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, პუტინმა ცხრა გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. მატჩის შემდეგ მან ტრიბუნებისკენ დაიწყო სრიალი, რათა მაყურებელს მისალმებოდა, სწორედ ამ დროს წამოედო დაგებულ წითელ ხალიჩას და დაეცა. მისმა ორმა თანაგუნდელმა სცადეს პრეზიდენტს წამოდგომაში მიხმარებოდნენ, თუმცა პუტინი თავად წამოდგა.

იხილეთ ვიდეო