აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვში აღარ ჩავა - სად შეხვდება მაიკ პომპეო პუტინსა და ლავროვს?
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვში აღარ ჩავა - სად შეხვდება მაიკ პომპეო პუტინსა და ლავროვს?
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მოსკოვში ვიზიტს აღარ აპირებს, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სოჭში შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ.

მათივე თქმით, პომპეო ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ბაზიდან უკვე გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც იგი ევროპელ მაღალჩინოსნებთან ერთად ირანისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრებს მანამ, ვიდრე რუსეთში ჩავა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ირანთან 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას, ბირთვული საკითხების შესახებ, შეინარჩუნებენ, თუმცა,
თეირანისგან ულტიმატუმებს არ მიიღებენ. აშშ-ი კი აღნიშნული შეთანხმებიდან ჯერ კიდევ გასულ წელს გავიდა და ირანს სანქციები ხელახლა დაუწესა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა