აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვში აღარ ჩავა - სად შეხვდება მაიკ პომპეო პუტინსა და ლავროვს? - კვირის პალიტრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვში აღარ ჩავა - სად შეხვდება მაიკ პომპეო პუტინსა და ლავროვს?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მოსკოვში ვიზიტს აღარ აპირებს, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სოჭში შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ.

მათივე თქმით, პომპეო ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ბაზიდან უკვე გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც იგი ევროპელ მაღალჩინოსნებთან ერთად ირანისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრებს მანამ, ვიდრე რუსეთში ჩავა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ირანთან 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას, ბირთვული საკითხების შესახებ, შეინარჩუნებენ, თუმცა, თეირანისგან ულტიმატუმებს არ მიიღებენ. აშშ-ი კი აღნიშნული შეთანხმებიდან ჯერ კიდევ გასულ წელს გავიდა და ირანს სანქციები ხელახლა დაუწესა.

"ინტერპრესნიუსი"