ნიუ-იორკში ვერტმფრენი ჩამოვარდა - კვირის პალიტრა

ნიუ-იორკში ვერტმფრენი ჩამოვარდა

ნიუ-იორკში ვერტმფრენს დაჯდომისას პრობლემა შეექმნა და მდინარე ჰუდსონში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად პოლიციელი და მეხანძრე დაშავდნენ.

ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ჯგუფმა დროულად მოახერხა ვერტმფრენში მყოფი ადამიანების გადარჩენა. აღსანიშნავია, რომ მფრინავსა და მის დამხმარეს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს შემთხვევის ადგილთან მიახლოვებისგან თავი შეიკავონ.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"