დუბაიში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები
17-05-2019
დუბაიში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები
დუბაიში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ოთხივე წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

შემთხვევა დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. დაღუპულებს შორის დიდი ბრიტანეთის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი ამერიკულ კომპანია Honeywell-ს ეკუთვნოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია.

სავარაუდოდ, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?