ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა - კვირის პალიტრა

ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ტაივანი გახდა პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება დააკანონა.

2015 წელს ტაივანში ამოქმედდა კანონი, რომელიც კომპანიებში ლგბტ თემის დისკრიმინაციას კრძალავს. 2017 წელს კი საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა ერთნაირსქესიან ადამიანთა ქორწინების საკითხი და პარლამენტში წარადგინა, რის შემდეგაც პარლამენტს 2- წლიანი ვადა მიეცა მის დასამტკიცებლად.

"ინტერპრესნიუსი"