ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია - რა გადასცეს უკრაინის ახალ პრეზიდენტს
ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია - რა გადასცეს უკრაინის ახალ პრეზიდენტს
ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. მას უკრაინის სახელმწიფო რადაში გამართული ინაუგურაციის ცერემონიის დროს, ხელისუფლების სიმბოლოები, მათ შორის სამკერდე ნიშანი და ბეჭედი გადაეცა.

თავდაპირველად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა არჩევნების საბოლოო შედეგები წაიკითხა, რის შემდეგაც ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინაშე საპრეზიდენტო ფიცი წარმოთქვა.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანაა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულება.

"უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, მაგრამ ის უკრაინამ უნდა დაასრულოს. ჩვენ მზად ვართ
დიალოგისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ დიალოგის დასაწყისი იქნება უკრაინელი ტყვეების დაბრუნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მომდევნო უმთავრესი ამოცანა ტერიტორიების დაბრუნებაა.

ინაუგურაციის შემდეგ, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანო - უმაღლესი რა
და დაითხოვა.

ცერემონიას 50 -ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის ლატვიის, ლიეტუვის, საქართველოს, უნგრეთის და სხვა ქვეყნების.


იხილეთ ვიდეო


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები