რა მოხდა ეიფელის კოშკზე?
პარიზში, ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი მამაკაცი გახდა, რომელიც დაინახეს, კოშკზე როგორ ადიოდა.
"ეიფელის კოშკი ამ დროისთვის დაკეტილია შემდგომ მითითებამდე. სტუმრებს ვურჩევთ გადადონ კოშკზე ვიზიტი", - წერია ეიფელის კოშკის "ტვიტერის" გვერდზე. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
"შემჩნეულია ალპინისტი. ეს სტანდარტული პროცედურაა: უნდა შევაჩეროთ ადამიანი, რის გამოც საჭიროა ევაკუაცია", - განაცხადეს თანამშრომლებმა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
"ინტერპრესნიუსი"