ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო - კვირის პალიტრა

ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. BBC-ის ინფორმაციით, ის 7 ივნისს დატოვებს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტსაც.

ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ ყველაფერი გააკეთა, ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმის შედეგები შეესრულებინა და ძალიან წუხს, რომ ბრექსიტის პროცესის წარმატებით განხორციელება ვერ შეძლო.

„ყველაფერი ვცადე, რომ დამერწმუნებინა პარლამენტის წევრები ბრექსიტის აუცილებლობაში. სამწუხაროდ, ვერ შევძელი. ყოველთვის ვინანებ, რომ ბრექსიტის განხორციელება ვერ შევძელი,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისთვის განცხადება იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. გაგრძელება

იხილეთ ვიდეო