სისხლიანი თავდასხმა ტოკიოში - დაჭრილია 18 და დაღუპულია 3 ადამიანი
სისხლიანი თავდასხმა ტოკიოში - დაჭრილია 18 და დაღუპულია 3 ადამიანი
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ავტობუსის გაჩერებაზე სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხნენ. უცნობი მამაკაცი მათ დანით დაესხა თავს. შედეგად 18 ადამიანი დაიჭრა და სამი დაიღუპა, მათგან ორი სკოლის მოსწავლეა.

ეჭვმიტანილმა, კისრის არეში ჭრილობები მიიყენა, რის შედეგადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

„დავინახე მამაკაცი როგორ მიუახლოვდა ავტობუსის გაჩერებას, მას სისხლი სდიოდა. სკოლის მოსწავლეებიც დავინახე, რომლებიც მიწაზე იწვნენ. ეს მშვიდი უბანია და საშინელებაა, მსგავსი რამ რომ აქ ხდება“, - განაცხადა თვითმხილველმა.

თავდასხმის მოტივი უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?