ბუდაპეშტში, ტურისტებით სავსე ნავი ჩაიძირა - არიან დაღუპულები და დაკარგულები - კვირის პალიტრა

ბუდაპეშტში, ტურისტებით სავსე ნავი ჩაიძირა - არიან დაღუპულები და დაკარგულები

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაკარგულია. შემთხვევა მდინარე დუნაიზე მოხდა. ტურისტების უმეტესობა სამხრეთ კორეიდან ჩასული ტურისტები იყვნენ. აღნიშნულს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასატურებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა, ნავს სხვა სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ოპერაციაში ჩართულია მყვინთავებიც.

"ინტერპრესნიუსი"