მცირდება თუ იზრდება რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი? - რას ითხოვს სოციოლოგებისგან პუტინის პრესმდივანი?
31-05-2019
მცირდება თუ იზრდება რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი? - რას ითხოვს სოციოლოგებისგან პუტინის პრესმდივანი?
რუსეთში ბოლო რამდენიმე დღეა სოციოლოგები და პოლიტიკოსები აქტიურად განიხილავენ პუტინის დაბალი რეიტინგის შესახებ მონაცემებს. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ მიმართულებით ანალიზის ჩატარება და გარკვევა მოითხოვა: ბოლოს და ბოლოს პუტინის რეიტინგები ეცემა თუ იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი 32 პროცენტის ფარგლებშია, ხოლო ელექტორალური იზრდება და სხვადასხვა კვლევებში 50-იდან 65 პროცენტამდეა. სოციოლოგები განმარტავენ, რომ ეს ორი სხვადასხვა მაჩვენებელია. ელექტორალური რეიტინგი მიუთითებს პოლიტიკოსის არჩევის შანსებზე უახლოეს დღეებში რომ არჩევნები
იყოს. ამ თვალსაზრისით პუტინის რეიტინგი მაღალია, რადგან რეალური კონკურენტები არ ჰყავს. ნამდვილ ოპოზიციას არ უშვებენ არჩევნებამდე და ხშირად მათი გვარები არ ფიგურირებს არც სოციოლოგიურ გამოკითხვებში. თუმცა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს იქნება და მასში პუტინს მონაწილეობა კანონით არ შეუძლია. პრეზიდენტისადმი ნდობის რეიტინგი კი მის მიმართ
განწყობას ასახავს ძირითადად რესპოდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე დაყრდნობით. პუტინის ეს რეიტინგი მკვეთრად დაეცა შარშან, საპენსიო რეფორმის დამტკიცებისას და დაახლოებით 31-32 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები