ევროპარლამენტის არჩევნებში ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მეტი ქალი პარლამენტარი აირჩიეს - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტის არჩევნებში ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მეტი ქალი პარლამენტარი აირჩიეს

ევროპარლამენტის არჩევნებში ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მეტი ქალი პარლამენტარი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.

ევროპარლამენტის შედეგების გამოცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ პარლამენტართა 60%-ს მამაკაცები წარმოადგენენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ქალ ევროპარლამენტართა რიცხვი 36%-დან 39%-მდე გაიზარდა. შედეგად 751 პარლამენტარიდან 286 ქალია. ამასთანვე, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ქალ ევროპარლამენტართა რაოდენობამ მამაკაცების რაოდენობას გადაჭარბა. მათ შორის არიან შვედეთი და ფინეთი. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში, სლოვენიასა და ლუქსემბურგში გენდერული ბალანსი სრულიად დაცულია და ორივე სქესი თანაბრადაა წარმოდგენილი. ყველაზე ნაკლები ქალი ევროპარლამენტარი კი კვიპროსში აირჩიეს. აქ შედეგების მიხედვით ქალ ევროპარლამენტართა ხვედრითი წილი 15%-ს არ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნები 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"