აფეთქება რუსეთში, იარაღის ქარხანაში - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

აფეთქება რუსეთში, იარაღის ქარხანაში - არიან დაშავებულები

რუსეთის ქალაქ დერჟინსკში, იარაღის ქარხანა "კრისტალში" ზედიზედ რამდენიმე აფეთქება მოხდა. აფეთქებები საკმაოდ მძლავრი იყო და მას ხანძარიც მოჰყვა, - იუწყება "გაზეტა.რუ". დაშავებულია 27 ადამიანი.

წინასწარი მონაცემებით, ტროტილის საამქროში აფეთქებების მიზეზი სამუშაოების წარმოებისას ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა.

"ინტერპრესნიუსი"