აფეთქება რუსეთში, იარაღის ქარხანაში - არიან დაშავებულები
რუსეთის ქალაქ დერჟინსკში, იარაღის ქარხანა "კრისტალში" ზედიზედ რამდენიმე აფეთქება მოხდა. აფეთქებები საკმაოდ მძლავრი იყო და მას ხანძარიც მოჰყვა, - იუწყება "გაზეტა.რუ". დაშავებულია 27 ადამიანი.
წინასწარი მონაცემებით, ტროტილის საამქროში აფეთქებების მიზეზი სამუშაოების წარმოებისას ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა.
"ინტერპრესნიუსი"