ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე ორი საარტილერიო და ერთი საზენიტო-სარაკეტო ბატარეები დაბომბეს - კვირის პალიტრა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე ორი საარტილერიო და ერთი საზენიტო-სარაკეტო ბატარეები დაბომბეს

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე ორი საარტილერიო და ერთი საზენიტო-სარაკეტო ბატარეები დაბომბეს. ისრაელის მედიის ცნობით, ეს საპასუხოს დარტყმები იყო, რადგან მანამდე სირიის ტერიტორიიდან ჰერმონის მთის მიმართულებით, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს, რაკეტები გაუშვეს.

ისრაელის სამხედრო ავიაციის ქმედებებს სამი სირიელი სამხედრო ემსხვეროლა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას ისრაელის მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვება.

"ინტერპრესნიუსი"