რომის პაპი ბოშებს: "პატიებას გთხოვთ, ისტორიის ყველა პერიოდისთვის, როდესაც თქვენს დისკრიმინაციას ვახორციელებდით" - კვირის პალიტრა

რომის პაპი ბოშებს: "პატიებას გთხოვთ, ისტორიის ყველა პერიოდისთვის, როდესაც თქვენს დისკრიმინაციას ვახორციელებდით"

რომის პაპი ფრანცისკე, რუმინეთში ვიზიტის დროს, ქალაქ ბლაჟში ბოშების თემის წარმომადგენლებს შეხვდა. პაპმა ბოშებს პატიება სთხოვა "პატიებას გთხოვთ, ისტორიის ყველა პერიოდისთვის, როდესაც ჩვენ ვახორციელებდით თქვენს დისკრიმინაციას, სასტიკად გეპყრობოდით ან ალმაცერად გიყურებდით", - განაცხადა რომის პაპმა.

დღეს ბოშები უმთავრესად ცხოვრობენ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში. რუმინეთში ისინი მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ. ევროკავშირს ბოშები ოფიციალურად აღიარებული ჰყავს ევროპის უმსხვილეს ეთნიკურ უმცირესობად. ბოშები დევნას განიცდიდნენ საუკუნეების განმავლობაში, მხოლოდ ნაცისტური გერმანიის მიერ მათ დევნას ასობით ათასი ბოშა შეეწირა. ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს დღესად უჭირთ სამუშაოს შოვნა და საცხოვრებელი ადგილის მოპოვება, რის გამოც მათი დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს.

"ინტერპრესნიუსი"