კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა - კვირის პალიტრა

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა. ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

როგორც კლიჩკომ აღნიშნა, მისი პარტია "უდარ" უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

"მე დავრჩები პარტიის ლიდერად, მიხეილ სააკაშვილს კი პარტიის ხელმძღვანელის პოსტს ვთავაზობ", - განაცხადა კლიჩკომ.

კლიჩკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის პარტიას არჩევნებში მონაწილეობისთვის ბარიერები შეუქმნეს და ის მზად არის გვერდში დაუდგეს "ახალი ძალების მოძრაობას".

მიხეილ სააკაშვილი ვერ გახდება უმაღლესი რადას დეპუტატი, რადგან უკრაინაში 5 წელი არ უცხოვრია, თუმცა შეუძლია იყოს პარტიის სახე და აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში.

"ინტერპრესნიუსი"