რუსეთი ოკუპანტია !
პუტინის პრესპიკერი: "არა, ჩვენ არ შევიცვლით ქცევას"
07-06-2019
პუტინის პრესპიკერი: "არა, ჩვენ არ შევიცვლით ქცევას"
კრემლი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებაზე პასუხისმგებელი დიდი ბრიტანეთია. აღნიშნული განცხადება მოსკოვში მას შემდეგ გააკეთეს, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება რუსეთთან კარგი ურთიერთობა, თუ იგი ქცევას შეიცვლის.

"არა, ჩვენ არ შევიცვლით ქცევას, ვინაიდან ყველაფერი ის, რაც რუსეთს სურს, ორმხრივად სარგებლის მომტანი ურთიერთობაა, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთის ინტერესებზე", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მას
სურს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს, როდესაც ტერეზა მეის თანამდებობაზე ახალი პოლიტიკოსი შეცვლის.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?