პუტინის პრესპიკერი: "არა, ჩვენ არ შევიცვლით ქცევას" - კვირის პალიტრა

პუტინის პრესპიკერი: "არა, ჩვენ არ შევიცვლით ქცევას"

კრემლი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებაზე პასუხისმგებელი დიდი ბრიტანეთია. აღნიშნული განცხადება მოსკოვში მას შემდეგ გააკეთეს, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება რუსეთთან კარგი ურთიერთობა, თუ იგი ქცევას შეიცვლის.

"არა, ჩვენ არ შევიცვლით ქცევას, ვინაიდან ყველაფერი ის, რაც რუსეთს სურს, ორმხრივად სარგებლის მომტანი ურთიერთობაა, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთის ინტერესებზე", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მას სურს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს, როდესაც ტერეზა მეის თანამდებობაზე ახალი პოლიტიკოსი შეცვლის.

"ინტერპრესნიუსი"