მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა? - რას წერს უკრაინული მედია - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა? - რას წერს უკრაინული მედია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ვიტალი კლიჩკო. როგორც თავად ვიტალი კლიჩკომ "ფეისბუქში" აღნიშნა, სააკაშვილისთვის შეთავაზება, მისი პარტიის თავმჯდომარეობაზე, გულწრფელი იყო და მიზნად ისახავდა მხარში ამოდგომოდა რთულ ვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ კლიჩკოს შეთავაზების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მისი მომხრეების აზრს გაითვალისწინებდა. რა გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილმა, ამის შესახებ ჯერ მას ოფიციალურად არ განუცხადებია.

"ინტერპრესნიუსი"