რატომ უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე - კვირის პალიტრა

რატომ უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ უარს ამბობს კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე, გახდეს მისი პარტიის "უდარ" თავმჯდომარე. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქში" ვიდეოჩართვისას განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ვიტალი კლიჩკომ ღირსეული წინადადება შემოგვთაზვა, ჩვენ ამ კავშირზე წასვლა არ გვიღირს.

მე არ მინდოდა გადაწყვეტილების მიღება თქვენთან(მხარდამჭერებთან) შეთანხმების გარეშე და ამიტომ მოგმართეთ",- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის უკრაინაში თანამდებობისთვის არ დაბრუნებულა. "ჩამოვედი, რომ უკრაინას დავეხმარო უკეთესობისკენ შეიცვალოს", -აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"