რატომ უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე
07-06-2019
რატომ უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ უარს ამბობს კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე, გახდეს მისი პარტიის "უდარ" თავმჯდომარე. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქში" ვიდეოჩართვისას განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ვიტალი კლიჩკომ ღირსეული წინადადება შემოგვთაზვა, ჩვენ ამ კავშირზე წასვლა არ გვიღირს.

მე არ მინდოდა გადაწყვეტილების მიღება თქვენთან(მხარდამჭერებთან) შეთანხმების გარეშე და ამიტომ მოგმართეთ",- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის უკრაინაში თანამდებობისთვის არ დაბრუნებულა. "ჩამოვედი, რომ უკრაინას დავეხმარო უკეთესობისკენ შეიცვალოს",
-აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?