"კარგი მსახიობია. თუმცა, ერთი საკითხია ვინმე ითამაშო, მეორე კი - იყო ვინმე" - რას ამბობს ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტზე
"კარგი მსახიობია. თუმცა, ერთი საკითხია ვინმე ითამაშო, მეორე კი - იყო ვინმე" - რას ამბობს ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტზე
რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ოდესმე გაიცნობს უკრაინის ახალ ლიდერს ვლადიმერ ზელენსკის და დასძინა, რომ ის კარგი მსახიობია. თუმცა, ერთი საკითხია ვინმე ითამაშო, მეორე კი - იყო ვინმე.

"მე ამ ადამიანს არ ვიცნობ. ვიმედოვნებ, ოდესმე გავიცნობთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ის კარგი სპეციალისტია იმ სფეროში, რომელშიც ამ დრომდე მუშაობდა - ის კარგი მსახიობია", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც ზელენსკისთან შესაძლო კონტაქტებზე კითხვას უპასუხა.

მის ბოლო სიტყვებს
დარბაზის სიცილი და აპლოდისმენტები მოყვა. „მე სერიოზულად ვსაუბრობ, ესენი კი იცინიან“ , - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ითამაშო, ტალანტია საჭირო.

"ზუსტადაც. უამრავი ტალანტია და ერთ-ერთია - გარდასახვის ნიჭი. შენ ყოველ ათ წუთში ერთხელ შეგიძლია შეიცვალო ამპლუა - „პრინცის“ და „ღარიბის“.
იქაც და იქაც დამაჯერებელი უნდა იყო. ეს კი მართლაც ტალანტია. იმისთვის კი, რომ დაკავდე სახელმწიფოებრივი საქმეებით, სხვა თვისებებია საჭირო“ ,- განაცხადა პუტინმა.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები