რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ოდესმე გაიცნობს უკრაინის ახალ ლიდერს ვლადიმერ ზელენსკის და დასძინა, რომ ის კარგი მსახიობია. თუმცა, ერთი საკითხია ვინმე ითამაშო, მეორე კი - იყო ვინმე."მე ამ ადამიანს არ ვიცნობ. ვიმედოვნებ, ოდესმე გავიცნობთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ის კარგი სპეციალისტია იმ სფეროში, რომელშიც ამ დრომდე მუშაობდა - ის კარგი მსახიობია", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც ზელენსკისთან შესაძლო კონტაქტებზე კითხვას უპასუხა.მის ბოლო სიტყვებს დარბაზის სიცილი და აპლოდისმენტები მოყვა. „მე სერიოზულად ვსაუბრობ, ესენი კი იცინიან“ , - განაცხადა კრემლის ლიდერმა.მისივე თქმით, იმისთვის, რომ ითამაშო, ტალანტია საჭირო."ზუსტადაც. უამრავი ტალანტია და ერთ-ერთია - გარდასახვის ნიჭი. შენ ყოველ ათ წუთში ერთხელ შეგიძლია შეიცვალო ამპლუა - „პრინცის“ და „ღარიბის“. იქაც და იქაც დამაჯერებელი უნდა იყო. ეს კი მართლაც ტალანტია. იმისთვის კი, რომ დაკავდე სახელმწიფოებრივი საქმეებით, სხვა თვისებებია საჭირო“ ,- განაცხადა პუტინმა."ინტერპრესნიუსი"