ზელენსკის პარტიის ყრილობა კარავში გაიმართა, სტუმრებს კი შაურმით გაუმასპინძლდნენ
კიევში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიის "ხალხის მსახური" ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე დეპუტატობის კანდიდატთა პირველი 100-კაციანი სია წარადგინეს. სიას პირველი ნომერი პარტიის ლიდერი დმიტრი რაზუმკოვია.
ყრილობა ქალაქის ბოტანიკურ ბაღში, მწვანე კარავში ჩატარდა. კარვამდე სტუმრები "გოლფის-მანქანებით მიიყვანეს და შაურმით გაუმასპინძლდნენ. თავად ზელენსკის განცხადებით, მას შაურმა ძალიან უყვარს.
"ინტერპრესნიუსი"